среда, 16 марта 2011 г.
პროექტის სახელი: სეისმური ტალღები
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დედამიწის აგებულების, მისი ასაკის, სეისმური ტალღების წარმოშობისა და მიწისძვრით გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ.
პროექტის აქტუალობა:დედამიწაზე სიცოცხლის ყოველი დღე კიდევ უფრო გვარწმუნებს ამ პროექტის აქტუალობას.ბავშვები უკეთესად გაერკვევიან დამანგრეველი სტიქიის არსში, თანაგრძნობით აივსებიან დაზარალებული ადამიანების მიმართ.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან მოიპოვებენ ინფორმაციას ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ადგილას მომხდარ მიწისძვრათა შესახებ. იმსჯელებენ ადამიანურ თუ მატერიალურ ზარალზე . მოიპოვებენ ინფორმაციას საქართველოში სეისმურად აქტიური კუთხეების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 14-15-16-17წელი
ვადები: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეაგროვებენ და გამოფენენ ფოტო მასალას სკოლაში, შექმნიან ბლოგს და მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში, ატვირთავენ ვიდეო მასალას, შეიმუშავებენ უსაფრთხო ქცევის წესებს მიწისძვრის დროს და გამოაკრავენ სკოლაში, ჩაატარებენ ლექცია-სემინარებს, მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას სკოლის მასშტაბით। უკეთესად ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საინფორმაციო წყარო- წიგნები, ჟურნალები, ინტერნეტი, ტელევიზია.
პროექტის შესაძლო აქტივობა: ინფორმაციის მოძიება და ერთმანეთისთვის გაზიარება, პრეზენტაცია, ექსკურსია თბილისში სეისმურ სადგურზე.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში: მოიძიებენ ინფორმაციას მიწისძვრის ტალღების წარმოშობის, მათი ბუნების, გამანადგურებელი ძალის, საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო ათწლეულებში მომხდარი მიწისძვრის შესახებ. შექმნიან რუკას ,,დედამიწის ძირითადი ნაპრალები“, ააგებენ დიაგრამას მერკალის სკალით, გაეცნობიან მიწისძვრის პროგნოზირების აპარატს სეისმოგრაფს. ბოლოს მოეწყობა ექსკურსია თბილისის სეისმურ ცენტრში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას გეოგრაფიაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ისტორიაში, ასტრონომიაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი მურადაშვილი
პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: axaldaba@gmail.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий